ჩვენ შესახებ

ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმა ციფრული პროფესიების შესასწავლად

„ბუდე“ მრავალპროფილიანი საგანმანათლებლო კონცეპტია, რომელიც სტუდენტებს ციფრული პროფესიების სხვადასხვა მიმართულების კურსებსა და მასტერკლასებს სთავაზობს. 

„ბუდეს“ მიზანია გააერთიანოს განათლების მიღებით დაინტერესებული პირები მთელი საქართველოდან და დააკავშიროს ისინი შესაბამისი სფეროს პროფესიონალებთან, რათა ხელი შეუწყოს ცოდნის გავრცელებასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად.

ონლაინ კურსი
0 +
დარგის ექსპერტი
0 +
პარტნიორი
0 +
უფასო რესურსი
0 +

ჩვენი მისია

ბუდეს მისიაა შექმნას საგანმანათლებლო ეკოსისტემა, სადაც ყველას აქვს თანაბარი შესაძლებლობა მიიღოს ხარისხიანი განათლება. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ადამიანებს აღმოაჩინონ და განავითარონ საკუთარი უნიკალური ნიჭი და ინტერესები. ბუდე ქმნის სივრცეს, სადაც ცოდნის მიღება და გაზიარება არის შთამაგონებელი, ხელმისაწვდომი და მორგებული თითოეული სტუდენტის საჭიროებებზე.

ინტერაქტიული სასწავლო გამოცდილება

ჩვენი პლატფორმა გთავაზობთ ინტერაქტიულ სასწავლო გამოცდილებას, რომელიც მოიცავს ვიდეო გაკვეთილებს, ქვიზებს და დისკუსიებს. ეს ხელს უწყობს სტუდენტების ჩართულობას და ცოდნის უკეთ ათვისებას.

მოსახერხებელი სამომხმარებლო ინტერფეისი

ჩვენი პლატფორმის ინტუიციური დიზაინი უზრუნველყოფს მარტივ ნავიგაციას და სასიამოვნო სამომხმარებლო გამოცდილებას, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მარტივად იპოვონ საჭირო კურსები და დამხმარე საშუალებები.

მობილური სწავლების მოქნილობა

ჩვენი პლატფორმა სრულად ოპტიმიზირებულია ყველა ტიპის მობილური მოწყობილობისთვის, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს ისწავლონ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას, მაქსიმალური კომფორტით.

სოციალური ჩართულობა და კომუნიკაცია

ჩვენი პლატფორმის სოციალური ფუნქციები, როგორებიცაა პირადი პროფილი და შეტყობინებები, დამეგობრების ფუნქცია, ჯგუფები და ფორუმები, ხელს უწყობს სტუდენტებს შორის ურთიერთობების დამყარებას და ცოდნის გაზიარებას.

ხელმისაწვდომობის სტანდარტი

ჩვენ გვჯერა, რომ ინტერნეტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის და ვალდებულებას ვიღებთ, უზრუნველვყოთ პლატფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია ფართო აუდიტორიისთვის, მიუხედავად გარემოებისა და შესაძლებლობისა.

მუდმივი მხარდაჭერა და კონსულტაცია

ჩვენი გუნდი მუდმივად მზად არის უზრუნველყოს სრული ტექნიკური და აკადემიური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს როგორც ტექნიკური საკითხების სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტას, ასევე სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას.

სასწავლო პროცესი

გამოსცადე ინტერაქციული სწავლება

ჩაერთე ინტერაქტიულ სასწავლო პროცესში, რომელიც აერთიანებს ვიდეო გაკვეთილებს, ცოცხალ დისკუსიებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რათა გააუმჯობესო ცოდნა და უნარები რეალურ დროში.

აღმოაჩინე კურსები

ჩვენს პლატფორმაზე კურსების მრავალფეროვან არჩევანს იპოვნი, რომელიც სხვადასხვა თემატიკასა და დარგს მოიცავს. თითოეული კურსი შექმნილია, რათა დააკმაყოფილოს სტუდენტების სხვადასხვა ინტერესი და საჭიროება, რაც უზრუნველყოფს ხარისხიან და ეფექტურ სასწავლო გამოცდილებას.

შეიძინე სწრაფად და უსაფრთხოდ

ჩვენი პლატფორმა გთავაზობს მარტივ და უსაფრთხო შესყიდვის პროცესს, რაც საშუალებას გაძლევს სწრაფად და კომფორტულად შეიძინო სასურველი კურსები. ჩვენ ვიყენებთ უსაფრთხოების უახლეს ტექნოლოგიებს, რათა დავიცვათ მომხმარებლის პირადი ანგარიში და ინფორმაცია.

დაიწყეთ სწავლა ახლავე

ჩვენი კურსები იწყება განსაზღვრულ დროს, რაც საშუალებას გაძლევს ჩაერთოთ ცოცხალ, ინტერაქტიულ გაკვეთილებში. კურსის შეძენის შემდეგ, მიიღებ დეტალურ განრიგსა და საჭირო ინფორმაციას, რათა მოემზადო სწავლის დასაწყებად. ეს ფორმატი უზრუნველყოფს უფრო დინამიკურ და ჩართულ სასწავლო პროცესს.

FAQ

კითხვები & პასუხები

„ბუდე“ მრავალპროფილიანი საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც სტუდენტებს ციფრული პროფესიების სხვადასხვა მიმართულების კურსებსა და მასტერკლასებს სთავაზობს.

bude.ai-ზე შეგიძლია შეარჩიო შენთვის საინტერესო კურსი შემდეგი მიმართულებებიდან: IT სპეციალობები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, დიზაინი და სხვ.

„ბუდეს“ გუნდის წევრები არიან ლექტორები და დარგის ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ მრავალწლიანი ცოდნა და გამოცდილება. „ბუდეს“ პარტნიორები დასაქმებულები არიან ისეთ კომპანიებსა და ორგანიზაციებში, როგორებიცაა: კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონი“, „რენო საქართველო“, „სილქი“ და ა.შ.

„ბუდეს“ მისიიდან გამომდინარე, ხელმისაწვდომი გახადოს ყველასთვის ხარისხიანი განათლება, უმეტესი კურსი ონლაინ ტარდება. ფიზიკური შეხვედრები გათვალისწინებულია მხოლოდ ისეთ კურსებზე, სადაც აუცილებელია სტუდენტისთვის ადგილზე სხვადასხვა მასალის გაცნობა.

თუ ცხოვრობ საქართველოს რომელიმე რაიონსა თუ სოფელში, დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია, მოგვწერე რომელი კურსი გაინტერესებს და დაგიკავშირდებით.