8 ოქტომბერი | სამშ. – ხუთშ. | 20:00 – 22:00 | ონლაინ
ნიკა მუნჯიშვილი ვებ და მობილური დეველოპმენტის სფეროში მდიდარი გამოცდილების მქონე სპეციალისტია. მისი პროფესიული გზა დაკავშირებულია სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროექტთან და მომხმარებელზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებთან.
- ამჟამად დასაქმებულია ქართულ კომპანია QWERTY-ში, სადაც Mobile Bank-ის აპლიკაციაზე მუშაობს;
- როგორც Front-End დეველოპმენტის ლექტორს, ორწლიანი გამოცდილება აქვს – ამ დროის მანძილზე ნიკას არაერთ სტუდენტთან უმუშავია.
კურსის მიზანი
React-ის კურსი საფუძვლიანად შეისწავლის JavaScript-ის ბიბლიოთეკა React.js-ს და მის ეკოსისტემას, რომელიც სტუდენტს დინამიური და ინტერაქტიული ვებგვერდებისა და ვებაპლიკაციების აწყობაში დაეხმარება. კურსის ფარგლებში მსმენელი დაეუფლება ისეთ უნარებს, როგორებიცაა:
- დიზაინის დამოუკიდებლად გადახედვა & მარქაფის აწყობა;
- ფუნციების დამატება და დინამიური ვებგვერდების შექმნა;
- React.js-ით ვებსაიტის აგება;
- კოდის წერის პრაქტიკები და სხვ.
კურსის მოთხოვნები
- HTML, CSS, JavaScript
- სასურველია ინგლისურს ენის B2 დონეზე ცოდნა
კურსის შედეგები
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტი შეძლებს დამოუკიდებლად ააწყოს თანამედროვე ვებაპლიკაციები React.js-ის გამოყენებით და დაიწყოს კარიერა Junior Front-End Developer-ად.
კურსის ლექტორი
