კრეატიული აზროვნება

კურსის მიზანია, კრეატიული აზროვნება მაქსიმალურად ეფექტური და ნაყოფიერი გახადოს მსურველისთვის.

გადახდის მეთოდები

Tatia Dolidze · 20 აგვისტო, 2024

თათია დოლიძე ამჟამად ლივინგსტონის კრეატიული დირექტორია.

  • Მას 10 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს ისეთ კრეატიულ სააგენტოებში, როგორებიცაა: ლივინგსტონი, რედბერი, McCann Tbilisi, ფორმულა კრეატივი, FCB Artgroup Tbilisi და Saatchi & Saatchi Caucasus;
  • მან 10 წლის განმავლობაში კრეატიულ სფეროში თითქმის ყველა მიმართულებით იმუშავა: სოციალური მედიის კონტენტი, კომუნიკაციის სტრატეგია, ქოფირაითინგი, ვიდეო-პროდაქშენი, სატელევიზიო და ციფრული რეკლამა, სცენარების წერა, ბლოგინგი, სტატიების შექმნა და კრეატიული გუნდის მართვა;
  • თათია არის Cannes Young Lions Georgia-ის ბრინჯაოს მედლის მფლობელი Film-ისა და Design-ის კატეგორიებში;
  • თათიას უმუშავია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Visa, Coca-Cola, GPIH, Heineken, Samsung, Peugeot, USAID, Vestel, Heidelberg, Axis, Badagoni, Natakhtari, Tolia, Tbilisi Mall, Marriott, Zoommer, Wendy’s, TBC Bank, Re|Bank და სხვ.

კურსის მიზანი

კრეატიული აზროვნების კურსის მიზანია, კრეატიული აზროვნება მაქსიმალურად ეფექტური და ნაყოფიერი გახადოს მსურველისთვის. მიმდინარე თუ მომავალი ქოფირაითერის პოზიციაზე მომუშავე ადამიანს მუდმივად სჭირდება იდეების სწრაფად და ხარისხიანად გენერირება, ამ ინსპირაციულ პროცესს კი თავისი სტრუქტურა და ფორმულები აქვს, რომელიც დაინტერესებულ ადამიანს ახალ, შემოქმედებით სივრცეებს მარტივად აათვისებინებს. 

კურსის შინაარსი მაქსიმალურად პრაქტიკაზეა მორგებული – სტუდენტი გაეცნობა კრეატიული აზროვნების სტრუქტურებს, სარეკლამო მედიუმების არსსა და დატვირთვებს, წარმატებული კამპანიების მაგალითებს, ასევე თავად ჩაერთვება იდეების შექმნაში ლექტორთან ერთად. 

კურსის მოთხოვნები

სასურველია ინგლისურის ენის საბაზისო დონეზე ცოდნა.

კურსის შედეგები

  • სხვადასხვა ბრენდისთვის ეფექტური და რელევანტური იდეების შექმნა;
  • წარმატებული მაგალითების სწორად მოძიება და გამოყენება;
  • კრეატიული კამპანიის სხვადასხვა მედიუმში გაშლა;
  • მომავალი ქოფირაითერისთვის საჭირო სხარტი, კრეატიული აზროვნება.

კურსის შინაარსი

კურსის ლექტორი

Tatia Dolidze

ლივინგსტონის კრეატიული დირექტორი. ბუდეს ლექტორი 2024 წლიდან.

2 კურსები

🚀 შემოგვიერთდი ახლავე

კურსი მოიცავს

  • 10 ლექცია
  • 10 საკითხი
  • 🔔 გაქვს კითხვები კურსის შესახებ?

  • სტატიები & ბლოგები

  • 📣 შემოგვიერთდით