7 აპრილი | ორშ – ოთხშ | 20:00 – 22:00 | ონლაინ
თათია დოლიძე ამჟამად ლივინგსტონის კრეატიული დირექტორია.
- Მას 10 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს ისეთ კრეატიულ სააგენტოებში, როგორებიცაა: ლივინგსტონი, რედბერი, McCann Tbilisi, ფორმულა კრეატივი, FCB Artgroup Tbilisi და Saatchi & Saatchi Caucasus;
- მან 10 წლის განმავლობაში კრეატიულ სფეროში თითქმის ყველა მიმართულებით იმუშავა: სოციალური მედიის კონტენტი, კომუნიკაციის სტრატეგია, ქოფირაითინგი, ვიდეო-პროდაქშენი, სატელევიზიო და ციფრული რეკლამა, სცენარების წერა, ბლოგინგი, სტატიების შექმნა და კრეატიული გუნდის მართვა;
- თათია არის Cannes Young Lions Georgia-ის ბრინჯაოს მედლის მფლობელი Film-ისა და Design-ის კატეგორიებში;
- თათიას უმუშავია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Visa, Coca-Cola, GPIH, Heineken, Samsung, Peugeot, USAID, Vestel, Heidelberg, Axis, Badagoni, Natakhtari, Tolia, Tbilisi Mall, Marriott, Zoommer, Wendy’s, TBC Bank, Re|Bank და სხვ.
კურსის მიზანი
კრეატიული კონტენტისა და ქოფირაითინგის კურსის მიზანია, სარეკლამო ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანების მომზადება სამომავლო კარიერისთვის. სტუდენტები დაეუფლებიან კრეატიული ქოფირაითინგისა და კონტენტის შექმნის ძირითად პრინციპებს. კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტები კონტენტის მეშვეობით შეძლებენ ბრენდების „ალაპარაკებას“ და სრულყოფილად გამოიყენებენ თავიანთ შემოქმედებით უნარებს.
კურსის მოთხოვნები
სასურველია ინგლისურის ენის საბაზისო დონეზე ცოდნა.
კურსის შედეგები:
- შემოქმედებითი სამუშაო პროცესის ეფექტურად დაგეგმვა;
- ბრენდის ენის და ქოფირაითინგის სტილის შემუშავება;
- კონტენტ იდეების შექმნა;
- სარეკლამო ტექსტების წერა;
- ბრენდის საკომუნიკაციო ტერიტირიებისა და შესაბამისი კონცეფციების განსაზღვრა.
კურსის შინაარსი
კურსის ლექტორი
