კრეატიული პროექტების მართვა

კრეატიული პროექტების მართვის კურსი სტუდენტებს აცნობს კრეატიული სააგენტოს მუშაობის პროცესს და ასწავლის კამპანიების ეფექტურ მართვას.

გადახდის მეთოდები

Bude Support · 19 აგვისტო, 2024

Ნინო თოთლაძე მუშაობდა ზუმერის მარკეტინგული პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

  • Account Manager-ის პოზიციას იკავებდა ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა FCB ART Group და Leavingstone;
  • ამჟამად მუშაობს საქართველოს ბანკში, Senior Brand Manager-ის პოზიციაზე.

ლანა ბაჩალიაშვილი მუშაობდა სოციალური მედია მარკეტინგის მიმართულებით ფოტოცენტრში.

  • იყო Account/Marketing Manager-ი extra.ge-ში;
  • ასევე Account Manager-ის პოზიციას იკავებდა Leavingstone-ში;
  • ამჟამად ფრილანსერი არის.

ორივე მათგანს მარკეტინგში 6+ წლიანი გამოცდილება აქვთ.

  • ერთი წლის განმავლობაში ერთად მუშაობდნენ პროექტებზე კრეატიულ სააგენტო Leavingstone-ში;
  • 2024 წელს გაიმარჯვეს ადგილობრივ კანის ლომებზე PR-ის კატეგორიაში, ხოლო შემდეგ კანიდან დაბრუნდნენ ბრინჯაოს მედლით.

კურსის მიზანი

კრეატიული პროექტების მართვის კურსის მიზანია სტუდენტები შევახედოთ კრეატიული სააგენტოს შიდა სამზარეულოში და დეტალურად ვაჩვენოთ, რა ეტაპებს გადის თითოეული  კამპანია იდეიდან აღსრულებამდე; Სიღრმისეულად გავაცნოთ კამპანიების მართვის ძირითადი პრინციპები და პრაქტიკული მიდგომები.

Სალექციო კურსი მოიცავს კრეატიული ინდუსტრიის მიმოხილვას, სააგენტოს სტრუქტურას, ბრიფინგის პროცესს, პროექტის სხვადასხვა ტიპს, ბიუჯეტირებას, ხელშეკრულებების მართვას, კლიენტთან ურთიერთობას, პროექტის მენეჯმენტსა და მედიის დაგეგმვას.

კურსის განმავლობაში სტუდენტები შეიძენენ უნარებს, რომლებიც აუცილებელია კრეატიული პროექტების ეფექტიანად და ოპტიმალურად მართვისთვის. 

კურსის მოთხოვნები

სასურველია ინგლისურის ენის საბაზისო დონეზე ცოდნა.

კურსის შედეგები

  • კრეატიული ინდუსტრიის გაცნობა: სტუდენტები შეძლებენ გააცნობიერონ კრეატიული ინდუსტრიის მნიშვნელობა და როლი, როგორც საქართველოში, ასევე გლობალურ კონტექსტში;
  • სააგენტოს სტრუქტურის გაგება: სტუდენტები შეისწავლიან სააგენტოს სტრუქტურას, მის ძირითად რგოლებსა და ფუნქციებს, მათ შორის ექაუნთ მენეჯერის, არტდირექტორისა თუ კრეატიული თიმის როლს თითოეულ პროექტში;
  • ბრიფინგისა და დებრიფინგის უნარები: სტუდენტები შეძლებენ კლიენტის ბრიფისა და კრეატიული ბრიფის სწორად მომზადებას და კრეატიული გუნდის ეფექტიანად დებრიფინგს;
  • პროექტის ტიპების მართვა: სტუდენტები გაეცნობიან პროექტის სხვადასხვა ტიპს, მათ შორის ბრენდინგს, სტრატეგიას, ნეიმინგს, ფროდაქშენსა და 360 კამპანიას;
  • ბიუჯეტირების უნარები: სტუდენტები შეისწავლიან პროექტის ბიუჯეტის სწორად დაგეგმვასა და ფინანსური შეთავაზების მომზადებას;
  • იურიდიული საკითხების მართვა: სტუდენტები გაიგებენ ხელშეკრულებების შედგენის პროცესს, მათ შორის საავტორო უფლებების დაცვის საკითხებს;
  • კლიენტთან ურთიერთობის მართვა: სტუდენტები შეისწავლიან კლიენტთან ურთიერთობის ეფექტიან სტრატეგიებს და კლიენტის პოზიციიდან პროექტების მართვის მეთოდებს;
  • პროექტის მენეჯმენტი და პროცესების დაგეგმვა: სტუდენტები შეიძენენ თაიმლაინის შედგენის, პროცესების სწორად დაგეგმვისა და მართვის უნარებს;
  • მედიის დაგეგმვა: სტუდენტები გაეცნობიან მედიის ტიპებსა და Account Manager-ის როლს მედია გეგმის შედგენაში;
  • Საერთაშორისო ფესტივალების და მათ შორის, Cannes Lions-ში მონაწილეობის მნიშვნელობა: სტუდენტები მიიღებენ ცოდნას Cannes Lions-ის შესახებ, მონაწილეობის პროცესს და წარმატებული კამპანიების შექმნის გზებს;
  • ფინალური პროექტის პრეზენტაცია: სტუდენტები შეძლებენ მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ გამოყენებას ფინალური დავალების წარდგენასა და შეფასებაში.

კურსის შინაარსი

ლექცია მოიცავს თემებს:
0% დასრულებული 0/2 თემა
ლექცია მოიცავს თემებს:
0% დასრულებული 0/1 თემა
ლექცია მოიცავს თემებს:
0% დასრულებული 0/1 თემა

კურსის ლექტორი

Bude Support

8 კურსები

🚀 შემოგვიერთდი ახლავე

კურსი მოიცავს

  • 16 ლექცია
  • 54 საკითხი
  • 🔔 გაქვს კითხვები კურსის შესახებ?

  • სტატიები & ბლოგები

  • 📣 შემოგვიერთდით