მაიკო გუმბერიძეს 10 წლიანი გამოცდილება აქვს მარკეტინგის, სტრატეგიული კომუნიკაციების და პროექტების მართვის მიმართულებით.
- სხვადასხვა დროს მუშაობდა კრეატიულ სააგენტოებში Holmes&Watson, Leavingstone, ასევე ციფრულ სააგენტო Advertwise-ში;
- 2020-2021 წლებში იყო UNESCO – World Book Capital Tbilisi-ის მარკეტინგის კოორდინატორი;
- მაიკოს პორტოფლიო მოიცავს 100-მდე საერთაშორისო და ქართულ კომპანიასთან თანამშრომლობას, მათ შორის UN Women, PWC, Zinc Network, Swinkels Family Brewers Export B.V, American Chamber, ICR,TBC, Evex, GPIH;
- ის ფლობს Project Management Professional-ის საერთაშორისო სერტიფიკატს (PMP).
კურსის მიზანი
მარკეტინგის საფუძვლების კურსის მიზანია, მონაწილეებს მიაწოდოს საფუძვლიანი ცოდნა მარკეტინგის ძირითადი პრინციპების შესახებ და გააცნოს პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებიც გამოიყენება თანამედროვე ბიზნესში. კურსი დაეხმარება სტუდენტებს უკეთ გაიგონ, როგორ მუშაობს მარკეტინგი, როგორ აყალიბებს ის ბრენდს, და როგორ უწყობს ხელს მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების შექმნას.
კურსი აერთიანებს საერთაშორისო ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, სწორად გაანალიზონ ადგილობრივი მარკეტინგული ტენდენციები და გამოიყენონ ისინი თავიანთ საქმიანობაში.
კურსის მოთხოვნები
სასურველია ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა.
კურსის შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები დაეუფლებიან უნარებს, რომლებიც საჭიროა მარკეტინგული სტრატეგიების შექმნისა და მართვისთვის. სტუდენტები შეძლებენ:
- განახორციელონ ბაზრის ანალიზი;
- განსაზღვრონ სამიზნე აუდიტორია;
- გამოიყენონ ციფრული და ტრადიციული მარკეტინგის ინსტრუმენტები;
- შეაფასონ კამპანიების ეფექტურობა და მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები;
- წარმატებით განახორციელონ მარკეტინგული ინიციატივები როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ასევე საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის.
კურსის შინაარსი
კურსის ლექტორი
