7 აპრილი | სამშ – ხუთშ | 20:00 – 22:00 | ონლაინ
ლევან არჩემაშვილს მონაცემთა დამუშავებისა და ანალიტიკის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისი საქმიანობა მოიცავს MS Excel-ის საშუალებით მონაცემთა ანალიზს, რეპორტინგსა და მართვას.
- ლევანს საჯარო სექტორში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება დაკავშირებულია MS Excel-ის საშუალებით მონაცემთა ორგანიზებასთან, დამუშავებასა და ვიზუალიზაციასთან;
- მას ტრენერობის გამოცდილებაც აქვს, რაც მსმენელებისთვის ცოდნის ეფექტურად გაზიარებაში ეხმარება;
- ამჟამად მონაცემთა ბაზების მენეჯერის თანამდებობას იკავებს, საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან კომპანია GPI ჰოლდინგში, რომელიც სადაზღვევო კომპანიის, ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია.
კურსის მიზანი
MS Excel-ის კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს მისცეს მონაცემების კონტროლის, ტრანსფორმაციის, შედეგების დათვლისა და ვიზუალიზაციისთვის საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები. კურსი გათვლილია როგორც დამწყებთათვის, ასევე მათთვის, ვისაც სურს გაიღრმაოს და გაიუმჯობესოს MS Excel-თან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
კურსის განმავლობაში სტუდენტები პროგრამული ფუნქციების გაცნობის გარდა, მიიღებენ სხვადასხვა ტიპის მონაცემებთან და დიდი მოცულობის ბაზებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ რჩევებს სამუშაო პროცესის ეფექტურობისა და ოპტიმიზებისთვის.
კურსის შედეგები
MS Excel-ის კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტები შეძლებენ:
- საბაზისო ფუნქციების, მონაცემების ფორმატირება – ტრანსფორმაციას;
- მონაცემების ვალიდაციას და ფაილების დაცვას ტექნიკური შეცდომების შესამცირებლად
- სხვადასხვა მათემატიკური და ლოგიკური ფუნქციის გამოყენებას, როგორც ცალკეულად, ასევე რთულ ფუნქციებში;
- მონაცემების & შედეგების ვიზუალიზაციას;
- მონაცემებზე დაყრდნობით შედეგების პროგნოზირებას;
- საკუთარი საჭიროებიდან გამომდინარე უნიკალური ავტომატური ბრძანებების შექმნას.
კურსის შინაარსი
კურსის ლექტორი
