30 იანვარი | სამშ. – ხუთშ. | 20:00 – 22:00 | ფიზიკურად
ინდიგო 8 წელია ფოტოგრაფიითაა დაკავებული.
- ამ პროფესიაში მისი ძირითადი მიმართულებაა Fine Art;
- კომერციული განხრით მუშაობს რამდენიმე მიმდინარეობაში, როგორიცაა: ფუდ და პროდუქტის ფოტოგრაფია, პერსონალური, საქორწილო, წყვილის და საოჯახო ფოტოსესიები;
- მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში, როგორც საქართველოს, ასევე ევროპის მასშტაბით;
- ბოლო 3 წელია ცხოვრობს პოლონეთში, სადაც 2 პერსონალური გამოფენა ჰქონდა;
- საქართველოში განხორციელებული პროექტებიდან გამორჩეული იყო “გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ” – ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის UN Women Georgia-სა და გაეროს მოსახლეობის ფონდის UNFPA Georgia-ს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი: #გადაჭერისტერეოტიპები.
- ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
- ასევე, მოპოვებული აქვს პირველი ადგილი GRUNI SDGs – მდგრადი განვითარების ცენტრი-ს კონკურსში. საკონკურსო ფოტო მისაწვდომია ამ ბმულზე.
კურსის მიზანი
ფოტოგრაფიის კურსის მიზანია, სტუდენტებმა შეისწავლონ ფოტოგრაფია, როგორც ხელოვნება – იპოვონ საკუთარი სტილი და განივითარონ ხედვა. კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ფოტოგრაფია და შესაბამისად, შინაარსი – სპეციალურად დამწყებთათვის შექმნილია მარტივ ენაზე.
კურსი დაეხმარება სტუდენტებს ხელოვნების ამ სფეროში შეძლონ საკუთარი თავის პოვნა, გამოსახულების ენით სათქმელის გადმოცემა, სტილის მიმართულების დახვეწა და შემდგომი პროფესიული განვითარება.
კურსის მოთხოვნები
სასწავლო კურსს არ გააჩნია წინაპირობები.
კურსის შედეგი
- სტუდენტები შეისწავლიან კამერის ძირითადი მონაცემების გამოყენებასა და განათებებთან მუშაობას;
- პრაქტიკული, გასვლითი ლექციები, საშუალებას მისცემს მათ, რომ სხვადასხვა განათების პირობებსა და ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობით განივითარონ ამ სფეროში სხარტად აზროვნების უნარი.
კურსის შინაარსი
კურსის ლექტორი
