PHP-ის კურსი დამწყებთათვის

კურსის მიზანია სტუდენტებმა მიიღონ PHP-ის სიღრმისეული ცოდნა, რათა დამოუკიდებლად შეძლონ PHP-ის აპლიკაციების შექმნა.

გადახდის მეთოდები

Bude Support · 15 აგვისტო, 2024

ზურა სეხნიაშვილი 2012 წლიდან PHP დეველოპერია. კარიერა ჯუნიორ დეველოპერის პოზიციიდან დაიწყო და მას შემდეგ არაერთ კომპანიაში იმუშავა მრავალფეროვანი პროექტების ფარგლებში.

  • ზურა გარკვეული პერიოდი მუშაობდა Freelancer-ად;
  • 2018 წლიდან  კითხულობდა ლექციებს PHP-ისა და JavaScript-ის მიმართულებით;
  • იმავე წელს შექმნა YouTube არხი – The Codeholic – ინგლისურ ენაზე (რომელსაც დღეს 84.000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს) და მას შემდეგ პერიოდულად აზიარებს ცოდნას ონლაინ;
  • Ზურას მიერვეა შექმნილი YouTube-ზე ყველაზე ნახვადი PHP-ის კურსი ქართულ ენაზე და კურსები ისეთ ცნობილ ინგლისურენოვან YouTube არხებისთვის, როგორებიცაა TraversyMedia და FreeCodeCamp, რომლებსაც მილიონზე მეტი ნახვა აქვთ.

კურსის მიზანი

PHP-ის კურსის მიზანია სტუდენტებმა მიიღონ PHP-ის სიღრმისეული ცოდნა, რათა დამოუკიდებლად შეძლონ PHP-ის აპლიკაციების შექმნა. კურსის ბოლოს სტუდენტებს ეცოდინებათ ფუნქციონალური და ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების მნიშვნელოვანი ნიუანსები და შეძლებენ მონაცემთა ბაზებთან მუშაობა. დაეუფლებიან პრაქტიკულ ცოდნას, როგორ შექმნან საკუთარი MVC ფრეიმვორქი PHP-ის მეშვეობით და შეძლონ პროექტების მართვა კომპოუზერის გამოყენებით. კურსის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნობიან Laravel-ის ფრეიმვორქის საწყისებს და ისწავლიან, როგორ შექმნან მარტივი ვებსაიტები. სასწავლო პროცესის განმავლობაში სტუდენტები იმუშავებენ სხვადასხვა სირთულისა და თემატიკის 14 პრაქტიკულ პროექტზე, ისწავლიან GitHub-თან და Git-თან მუშაობას და მოემზადებიან კარიერული განვითარების შემდეგი ნაბიჯებისთვის.

კურსის მოთხოვნები

  • HTML & CSS-ის ცოდნა საშუალო დონეზე რეკომენდებულია – სტუდენტს უნდა შეეძლოს მარტივი HTML დოკუმენტების შექმნა და არსებული HTML& CSS პროექტის გარჩევა დამოუკიდებლად;
  • სტუდენტისთვის რელაციური მონაცემთა ბაზების ზედაპირული ცოდნა სასურველია – უნდა იცოდეს რა არის ცხრილი, როგორ შექმნას SELECT ცხრილი ინფორმაციის მისაღებად, ჩაწეროს, წაშალოს ან განაახლოს ცხრილში მონაცემები. 

კურსის შედეგები

  • სასწავლო კურსის ბოლოს სტუდენტს ეცოდინება, როგორ შექმნას მარტივი პროექტები, როგორც PHP-ის, ასევე Laravel-ის გამოყენებით;
  • ექნება Github-ის მოწესრიგებული ექაუნთი;
  • დაეუფლება Git-თან მუშაობის ყველა ძირითად ბრძანებას;
  • Laravel-ის გამოყენებით შეძლებს მარტივი ვებსაიტების შექმნას.

კურსის შინაარსი

კურსის ლექტორი

Bude Support

8 კურსები

🚀 შემოგვიერთდი ახლავე

კურსი მოიცავს

  • 30 ლექცია
  • 22 საკითხი
  • 🔔 გაქვს კითხვები კურსის შესახებ?

  • სტატიები & ბლოგები

  • 📣 შემოგვიერთდით