შრიფტის დიზაინის საფუძვლები

კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს მიაწოდოს საფუძვლიანი ცოდნა ტიპოგრაფიის ისტორიის, თეორიისა და პრაქტიკული უნარების შესახებ.

გადახდის მეთოდები

ანა სანიკიძე · 20 აგვისტო, 2024

ანა სანიკიძე შრიფტის დიზაინერი და ტიპოგრაფია.

  • Სწავლობდა დიდ ბრიტანეთში, რედინგის უნივერსიტეტში, სადაც მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი შრიფტის დიზაინში;
  • აქვს 10 წლიანი გამოცდილება გრაფიკულ დიზაინში მუშაობის;
  • თანამშრომლობს არაერთ წამყვან შრიფტის სტუდიასთან;
  • ანა ასევე ასწავლის ტიპოგრაფიას და შრიფტის დიზაინის კურსს სამხატვრო აკადემიასა და GIPA-ს უნივერსიტეტში.

Მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები:

  • 2024 GRANSHAN Type Design Competition: Adapter Georgian (Grand prize in Georgian text typeface design);
  • 2024 GRANSHAN Type Design Competition: Nocturno Georgian (2nd prize in Georgian text typeface design)
  • 2024 European Design Awards: Zed Type System (Gold in Original Typeface – Text)

კურსის მიზანი

კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს მიაწოდოს საფუძვლიანი ცოდნა ტიპოგრაფიის ისტორიის, თეორიისა და პრაქტიკული უნარების შესახებ. კურსის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან შრიფტების სტილებს, მათ განვითარებას, ტიპოგრაფიული ლეიაუთებისა და დიზაინის პრინციპებს, ასევე შრიფტის შექმნის პროცედურებსა და ინსტრუმენტებს. კურსის მიზანია სტუდენტებმა შეძლონ დამოუკიდებლად განახორციელონ ტიპოგრაფიული პროექტები, შეარჩიონ და დაამუშაონ შრიფტები სხვადასხვა ვიზუალური კონტექსტისთვის და შექმნან ახალი, ორიგინალური შრიფტები.

კურსის მოთხოვნები

სასურველია ინგლისურის ენის საბაზისო დონეზე ცოდნა.

კურსის შედეგები

  • ტიპოგრაფიის ისტორიისა და განვითარების ძირითადი ეტაპების აღწერა;
  • სხვადასხვა ტიპის შრიფტის კლასიფიკაციისა და მათი ვიზუალური მახასიათებლების ახსნა;
  • შრიფტის დიზაინის საფუძვლების გაგება;
  • კურსდამთავრებულები დამოუკიდებლად განახორციელებენ შრიფტის შექმნის პროცესს ჩანახატიდან საბოლოო პროდუქტამდე, ვექტორულ ფორმატში მუშაობის ჩათვლით;
  • ტიპოგრაფიული ლეიაუთებისა და გრიდების გამოყენებით, შრიფტების სხვადასხვა ვიზუალური კონტექსტისთვის ეფექტური შერჩევა და დაპროექტება;
  • შეისწავლიან და განახორციელებენ შრიფტის ტესტირებასა და ექსპორტს Adobe-ს პროგრამებში;
  • შრიფტის specimen-ები და მარკეტინგული მასალები შრიფტის გაყიდვისთვის შექმნა და შეფასება.

კურსის შინაარსი

კურსის ლექტორი

ანა სანიკიძე

შრიფტის დიზაინერი და ტიპოგრაფი. დაცული აქვს მაგისტრის ხარისხი შრიფტის დიზაინში და გააჩნია 10 წლიანი გამოცდილება გრაფიკულ სფეროში მუშაობის. აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა შრიფტის სტუდიებთან და ასწავლის ტიპოგრაფიას სამხატვრო აკადემიასა და GIPA-ში. ბუდეს ლექტორი 2024 წლიდან.

1 კურსი

🚀 შემოგვიერთდი ახლავე

კურსი მოიცავს

  • 20 ლექცია
  • 63 საკითხი
  • 🔔 გაქვს კითხვები კურსის შესახებ?

  • სტატიები & ბლოგები

  • 📣 შემოგვიერთდით