8 აპრილი | სამშაბათი – ხუთშაბათი | 20:00 – 22:00 | ონლაინ
მარიანა მამასახლისს ტექნიკურ სფეროში 8 წლიანი გამოცდილება აქვს, რომელიც მოიცავს ავტომატიზაციის კუთხით 3+ წლიან პრაქტიკას, ხოლო მანუალ ტესტირების მიმართულებით 4+ წლიან ცოდნას.
- მოპოვებული აქვს ინდუსტრიის წამყვანი სერტიფიკატი Software Tester-ებისათვის – ISTQB;
- მარიანა ამჟამად Blaze-ში ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრის პოზიციას იკავებს.
კურსის მიზანი
ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსის მიზანია სტუდენტებმა მიიღონ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა ციფრული პროდუქტების ტესტირებაში. ისინი შეძლებენ სწორად განახორციელონ ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსი მოიცავს როგორც მანუალურ, ასევე ავტომატურ ტესტირებას, პროგრამირების ენების გამოყენებას და პროექტების მართვის ინსტრუმენტებს.
კურსის მოთხოვნები
სასურველია ინგლისურის ენის საბაზისო დონეზე ცოდნა.
სასწავლო კურსის შედეგები
- პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების თანამედროვე მეთოდების გამოყენება;
- ტესტირების სხვადასხვა დონეების და ტიპების გარჩევა;
- API ტესტირება და მონაცემთა ბაზების გარჩევა;
- ტესტირების ავტომატიზაციისთვის საჭირო ინსტრუმენტების გამოყენება;
- Java-ს და სხვა პროგრამირების ენების საფუძვლების ცოდნა;
- ტესტირების სტრატეგიებისა და სატესტო დოკუმენტაციის შექმნა;
- პროექტების მართვის ინსტრუმენტების გამოყენებას და Agile/Scrum მეთოდოლოგიის ძირითად პრინციპები.
კურსის ლექტორი
