ინტერიერის დიზაინის კურსი

კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ინტერიერის დიზაინის ისტორიული პერსპექტივა, დიზაინის პრინციპები, სივრცული დინამიკა და თანამედროვე მიდგომები, ინტერიერის დიზაინის საფუძვლები და პრინციპები, სივრცის სწორი დაგეგმვა, ჩანაფიქრის გაფილტრვა და ერთიან პროექტში თავმოყრა.

გადახდის მეთოდები

Elene Margvelashvili · 17 იანვარი, 2025

ელენე მარგველაშვილი ინტერიერის დიზაინერი, ლინგვისტი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია.

სწავლობდა სიენის უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტზე, ხოლო სორბონის უნივერსიტეტში მიიღო იტალიანისტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი. ასევე, ბარსელონის არქიტექტურის სკოლაში (ETSAB) მიიღო მაგისტრატურის ხარისხი თანამედროვე დიზაინის მიმართულებით. ელენე მუშაობს როგორც დამოუკიდებელი ინტერიერის დიზაინერი, ბიზნესის განვითარების სპეციალისტი და Freelance მთარგმნელი. აქტიურად მუშაობს Nespole Interiors & Nespole Elements-ის კონცეფციაზე, რომელიც ინტერიერის დიზაინის სტუდიასა და დიზაინ ელემენტების ონლაინ შოურუმს აერთიანებს.

დეა ხიზანიშვილს მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება აქვს არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდიოებში. ამ ეტაპზე დამოუკიდებელი არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერია.

    კურსის მიზანი

    კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ინტერიერის დიზაინის ისტორიული პერსპექტივა, დიზაინის პრინციპები, სივრცული დინამიკა და თანამედროვე მიდგომები, ინტერიერის დიზაინის საფუძვლები და პრინციპები, სივრცის სწორი დაგეგმვა, ჩანაფიქრის გაფილტრვა და ერთიან პროექტში თავმოყრა.

    სტუდენტები კურსის განმავლობაში იმუშავებენ ყველა იმ კონცეპტუალურ ასპექტზე, რომელიც სხვადასხვა სპეციფიკის ინტერიერის დასაგეგმადაა მნიშვნელოვანი. ლექციები თეორიულ სწავლებასთან ერთად მოიცავს ვიზიტს სამშენებლო ობიექტზე, სადაც სტუდენტები შეძლებენ ადგილზე ნახონ სამუშაო პროცესი, დასვან კითხვები და მეტად ჩაერთონ პროცესში.

    სტუდენტებს კურსის ბოლოს მიღებული თეორიული ცოდნა ტექნიკურ უნარებთან ერთად ინოვაციური, ფუნქციური და ესთეტიკური გადაწყვეტილების შემუშავებაში დაეხმარება.

    კურსის მოთხოვნები

    სასურველია ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა

    კურსის შედეგები

    კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტები შეძლებენ:

    • ინტერიერის დიზაინის ძირითადი პრინციპებისა და ელემენტების ანალიზს; 
    • დიზაინის ისტორიის საფუძვლებისა და მათი გავლენის შეფასებას თანამედროვე ინტერიერში;
    • სივრცითი დიზაინის თეორიების ინტერპრეტაციას და მათ პრაქტიკაში გამოყენებას;
    • მასალების, ფერებისა და ტექსტურის როლის შეფასებას სივრცის გეგმარებისას;
    • მდგრადი, ადაპტიური და ეთიკური დიზაინის კონცეფციების პრაქტიკაში გამოყენებას;
    • ადამიანის ქცევაზე, კულტურულ კონტექსტებსა და ერგონომიკაზე დაფუძნებული დიზაინკონცეფციების შემუშავებას;
    • შესაბამისი პროგრამების გამოყენებით, პორტფოლიოსთვის პროექტის შექმნას.

    კურსის შინაარსი

    ლექცია მოიცავს თემებს:
    0% დასრულებული 0/1 თემა
    ლექცია მოიცავს თემებს:
    0% დასრულებული 0/2 თემა
    ლექცია მოიცავს თემებს:
    0% დასრულებული 0/2 თემა
    ლექცია მოიცავს თემებს:
    0% დასრულებული 0/3 თემა
    ლექცია მოიცავს თემებს:
    0% დასრულებული 0/1 თემა
    ლექცია მოიცავს თემებს:
    0% დასრულებული 0/1 თემა

    კურსის ლექტორი

    Elene Margvelashvili

    ინტერიერის დიზაინერი, ლინგვისტი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. ბუდეს ლექტორი 2025 წლიდან.

    1 კურსი

    🚀 შემოგვიერთდი ახლავე

    კურსი მოიცავს

    • 24 ლექცია
    • 39 საკითხი
    • 🔔 გაქვს კითხვები კურსის შესახებ?

    • სტატიები & ბლოგები

    • 📣 შემოგვიერთდით